შვეიცარიული გამოცემა sport.ch აქვეყნებს სტატიას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სუპერლიგის კლუბების მიერ განხორციელებული ტრანსფერების შესახებ.
სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რომელმა ფეხბურთელებმა წარმოაჩინეს თავი კარგად და რომლებმა გაუცრუეს იმედები თავიანთ კლუბებსა და გულშემატკივრებს.
გამოცემა ფეხბურთელებს ოთხ კატეგორიად გვთავაზობს - პირველია "ტოპ ტრანსფერები", მეორე "კარგი შენაძენები", მესამე "ფეხბურთელები, რომლებმაც იმედები გაამართლეს" და მეოთხე "ისინი, ვინც იმედები ვერ გაამართლეს".
სასიხარულოა, რომ "ციურიხის" ქართველი ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე პირველ კატეგორიაში მოხვდა.
აი, რას წერს საიტი მასზე:
"ლევან ხარაბაძე (ციურიხი) - ეჭვგარეშეა, რომ ქართველი "ციურიხის" ზამთრის
საუკეთესო შენაძენია. 19 წლის ქართველმა მეორე წრის ყველა შეხვედრა ჩაატარა და 1 წუთიც არ გაუცდენია. 1 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით მან გვიჩვენა, რომ შეტევითი უნარ-ჩვევები საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს განვითარებული".
შეგახსენებთ, ის ზამთარში შეუერთდა შვეიცარიულ კლუბს თბილისის "დინამოდან" და შვეიცარიის სუპერლიგაში 12 შეხვედრა ჩაატარა.