გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარეს

AutoSharing Option
სეტუბალის "ვიტორიას" მეკარე გიორგი მაკარიძე goalpoint-მა პორტუგალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის სომბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მაკარიძემ წინა ტურის შეხვედრა "პორტიმონენსესთან" ხელის ტრავმის გამო გამოტოვა, 27 აპრილს კი სტუმრად "სანტა კლარასთან" ჩინებულად ითამაშა და ვიტორიულმა გუნდმა რომ ნულოვან ფრეს მიაღწია, მისი დიდი დამსახურებაა.

გიორგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად შეიყვანეს. მან ჩემპიონატის 9 მატჩში დაიცვა "ვიტორიას" ღირსება.

"ვიტორია" 33 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს და 6 მაისს "ბოავიშტას" უმასპინძლებს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
არა მარტო, კიდევ ბევრი უნდა იყვეს ძირითადში და ბევრიც არ უნდა იყვეს
ლევანი
11:17 01-05-2019
0
უახლოეს სანაკრებო მატჩებში ეს უნდა ჩადგეს ნაკრების კარებში, არანაირი ლორია ამ ეტაპზე!
დემე
09:25 30-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული