ლუკა ზარანდია: შემიძლია დრიბლინგით სერხიო რამოსის წინააღმდეგაც წავიდე, თუ...

AutoSharing Option
პოლონური "არკას" შემტევი ლუკა ზარანდია, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გუნდს რამდენიმე შეხვედრაა დაუბრუნდა.

გამოცემა trojmiasto.pl-სთან ქართველმა ფეხბურთელმა მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ისაუბრა.

"ჩემი უქმობის მიზეზი ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემებია. ინფექცია მქონდა, დღეში სამ ანტიბიოტიკს ვიკეთებდი. ისე სუსტად ვიყავი, რომ სიარულსაც ვერიდებოდი.

კარგია, რომ მოედანს დავუბრუნდი. მინდა მწვრთნელებს შანსის მოცემისთვის მადლობა გადავუხადო. მითხრეს, რომ იმდენს ვითამაშებდი, რამდენსაც შევძლებდი. თუ რამე მოხდება, ვიტყვი და შემცვლიან. ყველამ იცის, რა მნიშვნელოვანი მატჩში გვქონდა "მიედზასთან".

ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო, გამარჯვება გვჭირდებოდა. ამიტომ არ მინდოდა ცვლილება.
გარდა ამისა, როდესაც სხეული გახურებულია, ადრენალინი იმატებს, ტკივილს ვერ გრძნობ. ბოლომდე უნდა გვებრძოლა და გამოგვივიდა კიდეც.

როდესაც ვგრძნობ, რომ სისწრაფე გამაჩნია, შემიძლია დრიბლინგით სერხიო რამოსის წინააღმდეგაც წავიდე. 2 მეტრის მანძილი რომ მქონდეს, საკმარისია, რომ რაღაც გავაკეთო", - განაცხადა ლუკა ზარანდიამ "არკას" ვებგვერდთან საუბრისას.

მიმდინარე სეზონში პოლონურ ექსტრაკლასაში ჩატარებულ 25 შეხვედრაში ქართველმა შემტევმა 4 გოლის და 5 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული