25 აპრილს, პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში ლუკა ზარანდიას "არკამ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "მიედზ ლეგნიცა".
ზარანდია ძირითად შემადგენლობაში იყო. 33-ე წუთზე ის მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, პენალტით კი ანგარიში ბრაზილიელმა მარკუს ვინისიუსმა გახსნა.
ლუკა 61-ე წუთზე შეცვალეს, კომპენსირებულ დროში კი მისმა გუნდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
ზარანდიამ ჩემპიონატის 24 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
"არკა" 32 ქულით მეორე, რვაგუნდიან ჯგუფში მე-6 ადგილზეა, ექსტრაკლასაზე ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 28 აპრილს კელცეში "კორონას" შეხვდება.
გდინია. "მაევსკი". 5 112 მაყურებელი
არკა - მიედზ ლეგნიცა 2:0
გოლები: 1:0 მარკუს ვინისიუსი (33, პენ), 2:0 ვეჯინოვიჩი (90+2)