ჯანო ანანიძემ ისევ ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვის" ექიმმა კიური ჩაჩაევმა განაცხადა, რომ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

"ანანიძემ მუხლის სახსარი იტკინა. არაფერი სერიოზული, მაგრამ ჯერ მისთვის თამაში არ შეიძლება. იმისათვის, რათა არ გაგვერისკა, დასვენების საშუალება მივეცით. ვფიქრობ, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს", - ციტირებს ჩაჩაევს ТАСС-ი.

ანანიძემ "კრილიაში" 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჯანო სამარულ გუნდში იჯარით თამაშობს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მისი კლუბი "სპარტაკი" კი ტრანსფერზე დაყენებას უპირებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს არის ფაიფურის ფეხბურთელი. უზომოდ სუსტია ფიზიკურად და რასაც თამაშობს, ესაა მისი მაქსიმუმი. ცდილობს, იბრძვის, მაგრამ ეს არის და ეს.
:))))
23:13 07-05-2019
4
რავი ვაისს დიდი იმედები ქონდა და ახლა რაღას იზამს. არც ჩაკვეტაძე, არც ანანიძე!
გუჯა
20:46 07-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული