ჯანო ანანიძე: როგორ თუ არ მინდა დაბრუნება? ეს დიადი კლუბია და...

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე, რომელიც მოსკოვის "სპარტაკმა" სამარის "კრილია სოვეტოვში" გაანათხოვრა, განაცხადა, რომ "სპარტაკში" დაბრუნება სურს.

"დღეს მძღოლმა მითხრა, ყური მოუკრავს ახალი ამბისთვის, თითქოს "სპარტაკში" დაბრუნება არ მსურს. ამის გაგონება შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის - როგორ თუ არ მინდა დაბრუნება? ეს დიადი კლუბია და მე მსურს დავამტკიცო, რომ იქ თამაშს ვიმსახურებ.

კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაქვს და არ ვიცი, ასეთებს ვინ წერს. იმედი მაქვს, "სპარტაკში" შანსს მომცემენ. შარშან კონონოვის ხელში შესაძლებლობა არ მქონდა - ტრავმა მივიღე, რთული პერიოდი გამოვიარე. ახლა კი ნულიდან
მინდა დავიწყო ახალი ჩემპიონატი; მინდა დავამტკიცო, რომ "სპარტაკის" ფეხბურთელი ვარ და ვიმსახურებ იქ თამაშს.

დაბრუნების საკითხზე ვესაუბრე თუ არა ვინმეს "სპარტაკში"? ჯერ არა. ახლა მათ საკუთარი პრობლემები აქვთ. თქვენც ხედავთ, როგორ და საით მიდის გუნდი.

ახლა კავშირი ჯიქიასთან და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან მაქვს. რა თქმა უნდა, ჯიქია მელოდება "სპარტაკში" და მეც ეს მინდა. ეს თემა არც ტიმოფეევთან განმიხილავს - ჯერ კიდევ 3 შეხვედრა გვაქვს დარჩენილი. შესაძლოა, პლეი-ოფის თამაშებიც მოგვიწიოს.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, რა და როგორ იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო "კრილიას" ნდობისთვის. აქ პრაქტიკის მისაღებად ჩამოვედი, ჩამოვედი, რათა დავხმარებოდი კლუბს ამოცანის შესრულებაში. თუმცა საბოლოოდ "სპარტაკში" დაბრუნება მინდა" - უთხრა ჯანომ championat-ის ჟურნალისტს.

დაახლოებით 1 თვის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შეძენა "კრასნოდარს" სურდა. თუმცა, როგორც ჩანს, ანანიძისთვის პრიორიტეტი მოსკოვურ კლუბში დაბრუნებაა.

altჯანო ანანიძემ ისევ ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 15 /
მარად პერსპექტიული ფეხბურთელი....
jorj
09:39 10-05-2019
4
მემგონი სპარტაკში ჯადო გაუკეთეს ამ ბიჭს. სპარტაკში თამაშს პოლონეთში შვეიცარიაში ბელგიაში ან ჰოლანდიაში თამაში ბევრად სჯობს
ტოტტი
00:46 10-05-2019
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული