საქართველოს ნაკრებისა და "უფას" მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელმაც ტრავმა შვეიცარიის ნაკრებთან მატჩში მიიღო, სრულყოფილ ვარჯიშს დაუბრუნდა.
ქართველის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბის Twitter-გვერდი იუწყება.
ჯიმი ტაბიძემ მიმდინარე სეზონში "უფას" რიგებში 12 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თავად კლუბი კი პრემიერლიგაში 26 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.