"ადანასპორი" გიორგი არაბიძეს ქართულად მიესალმა [PHOTO]

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე თურქეთის პირველი ლიგის "ადანასპორში" გადავიდა. კლუბის ოფიციალური საიტი გიორგის ქართულ ენაზე მიესალმა.

Sportall.Ge

თავად გიორგის კომენტარს, კი თურქული გამოცემა hurriyet.com.tr- გადმოსცემს:

"მოხარული ვარ, რომ "ადანასპორის" ფეხბურთელი გავხდი. ეჭვიც არ მეპარება, რომ გუნდთან ერთად ძალიან ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებ. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ჩემს ტრანსფერში წვლილი შეიტანა."- აღნიშნა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა.

"ადანასპორი", რომელიც თურქეთის პირველ ლიგაში თამაშობს, სუპერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლას აპირებს და გიორგი არაბიძის ტრანსფერი ამით არის განპირობებული. არაბიძე თურქულ კლუბში 1 წლიანი იჯარით ითამაშებს და
გუნდს, მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

21 წლის არაბიძეს თბილისის "ლოკომოტივში", დონეცკის "შახტარსა" და პორტუგალიურ "ნასიონალში" უთამაშია. "ადანასპორი" გიორგისთვის ახალი გამოწვევა იქნება და იმედია, აქ მაინც მოახერხებს სტაბილურად თამაშს.


მკითხველის კომენტარები / 26 /
ცოტა სერიოზულად უნდა მიუდგეს საქმეს და ყველაფერი გამოუვა, წარმატებები
s
18 აგვისტო 2019 20:21
4
ეეეჰ, მომდევნო გუნდი ალბათ, ჩიხურა იქნება ან სიონი. აი ეს არის სიზარმაცის და უხიაგი ხასიათის შედეგი, არმდა, რა კარგად იწყებდა.
Status quo
18 აგვისტო 2019 19:50
1
"ქართველი ფეხბურთელი"=ბევრი ფულის მოყვარულს...ჯერ-ჯერობით ასეა.ეს,რომ შეიცვლება აი მერე განვითარდება ქართული ფეხბურთი.
კარგით რა
18 აგვისტო 2019 19:52
1
ამ უნიჭიერესი ბიჭის პრობლემა გამოუცდელობა კი იყო, მაგრამ უფრო მეტი პრობლემა მის გვერდით მყოფი ადამიანების უვიცობა, უგულობა და ალბათ სიხარბეც აღმოჩნდა. არავინ დაანახა მოსალოდნელი სავალალო შედეგები. გუნდრუკს წინასწარ უკმევდნენ. წააგო ამან და ისინი ალბათ სხვა მსხვერპლას, ახალ ხეირს ელოდებიან.

ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს და ვუსურვოთ წარმატებები. მხოლოდ თავად უნდა შეძლოს, მთავარია აწი მაინც გამოიტანოს სწორი დაკვნები საკუთარ თავზეც და განსკუთრებით კი შემოტმასნილებზე.

წარმატებები გიორგი!
ლევანი
18 აგვისტო 2019 23:05
1
არ ამოგივიდათ ამდენი ბოღმა იმის მაგივრად წარმატებები რომ უსურვოთ? მოვა დრო და მართლაც დაფიქრდებით თქვენ სიტყვებზე. კაშიას მოსდევდით და ლანძღავდიათ მოედანზე არ გამოვიდესო და ემტერებოდით და კაშიადან განსხვავებით რა დააშავა ამ ბიჭმა ისეთი რომ არცერთ ფეხბურთელს არ დაუშავრბია?ყველა ფეხბურთელს აქვს ჩავარდნა აცადეთ ამ ბიჭს რა გადაჯინებულივით ემტერებით შეგრცხვეთ თურქები უკვე აღმერთებენ თქვენ კი? ასეა ქართველი ქართველს არასდროს ინდობდა!!!
zaza
18 აგვისტო 2019 22:34
15
გვყავდა კიდევ ერთი ტალანტი ჭანტურია!იმასაც ქონდა თავში ავარდნილი!
კი ტალანტები კი არიან მარა ჭკუა არ ყოფნთ!შემდეგი გუნდი სად იქნება?
მამუკა
18 აგვისტო 2019 18:38
1
ჯერ არაფერი შეუქმნია, უკვე ყოყლოჩობს,
მზეს ეუბნება, სად შენ! სად მე! ეს მე ვკაშკაშებ,
და მკაცრ სამწაროს მიღწეული შედეგი მოსწონს,
სტამბულის გზაზე ხელგაშვერილს, არაფრად აგდებს.
ა! ბურთი და მოედანი, ეხლა შენია!
ინკლი ბინკლი, იქნებ მიხვდე, შენი ჯერია!!!
კ ო მ ბ ლ ე
18 აგვისტო 2019 18:01
5
გიორგის ინტერვიუ წავიკითხე ადრე, სულ მოკლე-მოკლე პასუხებს სცემდა, ეტყობოდა, რომ ბევრი ლაყბობა არ უყვარს. ასეთი ხალხი, როგორც წესი, გულითა და სულით უდგება ხოლმე საქმეს. ერთადერთი, რაც ასეთ ადამიანს სჭირდება, ესაა ნდობა და შედეგიც არ დააყოვნებს.
ლაშა
18 აგვისტო 2019 22:39
9
Ar daindot midit chaqolet 21is aris jer 10 celi cin aqvs carmatebebi
Va-Le
18 აგვისტო 2019 18:15
4
არაბიძეს მინდა ვუსურვო წარმატებები, ჯერ ახალგაზრდაა და არაფერია დაკარგული. ჩემი აზრით არაბიძე და კიდევ ბევრი სხვები ჯობდათ დინამოში ეთამაშათ, ევროპა ლიგაზეც მოხვდებონენ და წრმატებაც ექნებოდათ.
x.x
20 აგვისტო 2019 16:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული