26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა დავით სხირტლაძემ პოლონეთის ექსტრაკლასაზე პირველი გოლი გაიტანა.
ის სტუმრად "კრაკოვიასთან" მატჩში (1:3) შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 90+4-ე წუთზე გაიტანა გოლი.
სხირტლაძე ადრე "რიგაში", ტრნავას "სპარტაკში", "სილკებორგსა" და "ორჰუსში" თამაშობდა.
"არკა" 6 ტურის შემდეგ 2 ქულით მე-15 ადგილზეა და 30 აგვისტოს "გურნიკს" უმასპინძლებს.