ქართველმა შემტევმა საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის მე-8 ტურში დუბლი შეასრულა და "რანდერსმა" "სილკებორგი" 2:0 სწორედ მისი გოლებით დაამარცხა.
მიმდინარე გათამაშებაში ეს საბას მე-4 გოლია. 24 წლის შემტევმა ასევე დუბლი შეასრულა "ჰობროსთან" შეხვედრაში.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, დარჩება თუ არა საბა ლობჟანიძე "რანდერსში". მისი სავარაუდო ტრანსფერის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა და დაასახელა თანხაც, თუ რამდენს ითხოვს "რანდერსი" ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ. აღნიშნული კომენტარი ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ.