სამწუხარო რეალობა - "ქონიასპორი" "დინამოზე" ბევრად უკეთესი ვარიანტია

AutoSharing Option
ლევან შენგელიას "ქონიასპორში" გადაბარგებამ აქტიური განხილვა გამოიწვია.

იყო შემთხვევები, როცა გულშემატკივრები ფეხბურთელს უმადურობაში ადანაშაულებდნენ და გადაწყვეტილებას არ უწონებდნენ. არადა, რეალობა მართლაც სამწუხაროა, "ქონიასპორი" "დინამოზე" ბევრად უკეთესი კლუბია.

იყო საუბარი იმაზეც, რომ თბილისელებმა მას დასარჩენად დოლარში ხუთციფრიანი ხელფასი შესთავაზეს. არაოფიციალური ცნობით, მას 15-20 ათასი დოლარის ფარგლებში შესთავაზეს ხელფასი, თუმცა ლევანმა "ქონიასპორი" არჩია.

რეიტინგი

თურქეთის სუპერლიგა ევროპის რანგით მეათე ჩემპიონატია, ჰოლანდიაზე ერთი საფეხურით წინ არის. ეროვნული ლიგა კი 44-ე პოზიციაზე იმყოფება.

"ქონიასპორი" რეიტინგში 147-ე კლუბია, თბილისის "დინამო" - 214-ე.

"ქონიასპორმა" თურქეთის სუპერლიგაში ბოლო
სეზონში მერვე ადგილი დაიკავა, თბილისის "დინამომ" - მეორე ადგილი.

ბოლო ხუთი  წლის განმავლობაში "ქონიასპორმა" მოიგო თურქეთის თასი და სუპერთასი, ამავდროულად, ორჯერ ითამაშა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში "დინამომ" ერთხელ საქართველოს ჩემპიონატი, ორჯერ საქართველოს თასი და ერთხელ სუპერთასი მოიგო. თბილისელებს ევროპალიგაზე არ უთამაშიათ, მათი მაქსიმუმი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი იყო.

ტრანსფერები

გერმანული გამოცემა "ტრანსფერმარკეტი" თურქული კლუბის ფეხბურთელების საერთო ღირებულებას 22.7 მილიონი ევროთი აფასებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბმა ექვსი ფეხბურთელი დაიმატა, რომელთა საერთო ღირებულება 3.62 მილიონი ევროა.

თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების საერთო ღირებულება კი 6.4 მილიონი ევროა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს კლუბმა 7 ფეხბურთელი დაიმატა, რომელთა საერთო ღირებულება 1.9 მილიონი ევროა.

ტრამპლინი

ხშირად დომინირებს აზრი, რომ შენგელიასთვის "დინამო" უკეთესი ტრამპლინი იყო. გადავხედოთ კლუბების ბოლო წლების საუკეთესო ტრანსფერებს.

"ქონიასპორი": მეჰდი ბოურაბია - "სასუოლო", რიად ბაჟიჩი - "უდინეზე", იაგოს ვუკოვიჩი - "ოლიმპიაკოსი", ბარი დუგლასი - "ვულვზი", სელჯუკ ალიბაზი - კიოლნის "ფორტუნა".

"დინამო": ოთარ კიტეიშვილი - "შტურმი", ლევან ხარაბაძე - "ციურიხი", გიორგი ჩაკვეტაძე - "გენტი", გიორგი პაპუნაშვილი - "სარაგოსა", გიორგი ქვილითაია - "რაპიდი", ოთარ კაკაბაძე - "ხიმნასტიკი".

პირობები

თბილისის "დინამო" გამორჩეულია საფეხბურთო ბაზითა და აკადემიით, მათი ინფრასტრუქტურა ძალიან მაღალი დონისაა. თუმცა რა ხვდება ლევანს ქონიაში?

ქონია თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე ისლამისტური ქალაქია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით ორ მილიონზე მეტ ადამიანს ითვლის. კლუბს ძალიან ლამაზი, 37 829-კაციანი სტადიონი აქვს. ის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. კლუბის შეხვედრებს კი საშუალოდ 10 000 ადამიანი ესწრება.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემი აზრით სწორი ქნა რომ გადავიდა და ფულს რომ არ დახამდა.ე.ი.მართლა უნდა თამაში.თან რა არის იცით,ფეხბურთელი უნდა გრძნობდეს რომ ფეხბურთელია,უნდა იყოს საფეხბურთო ატმოსფერო,ისინი ხომ გულშემატკივრებისთვის თამაშობენ.უკაცრავად და ჩვენთან ეს არ იგრძნობა.არავინ არ დადის და საიდან უნდა იგრძნონ.და სად 15-20ათასი მაყურებლის წინ თამაში,თან ერთი წუთით რომ არ წყვეტენ ქომაგობას.ისე ჩვენ ამაშიც მოვისუსტებთ.90წუთიდან,20-25წუთი თუ იქნება ისეთი,როგორიც უნდა იყოს.დანარჩენი 75წთ.ოპერაში გეგონება თავი.ნაკრების თამაში მაქვს მხედველობაში.ეხლა ცოტა ბათუმელმა ფანებმა ამოქაჩეს,მაგრამ ისიც ჯერ შორსაა ევროპული გულშემატკივრობისგან,მაგრამ წარმატებები და დახვეწა მინდა უსურვო.თან ახალი სტადიონი...

კახა ქ.
02:33 25-09-2019
0
ღადაობენ ეს კრიტიკოსები თუ რა არის?? თურქეთში ყოველ წელს გალათასარაისთან ბეშიქთაშთან და Fენერბახჩესთან თუ მოუწია თამაში დიდი კონკურენციის პირობებში გაიზრდება როგორც ფეხბურთელი. აბა საქართველოში ვისთან უნდა ითამაშო გადახედეთ აბა გუნდებს...
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული