ყაზაიშვილი "სან ხოსეს" სეზონის საუკეთესოებში ვერ ხვდება, არადა კონკურენტზე 6 გოლით მეტი გაიტანა

AutoSharing Option
"სან ხოსეს" მედია ოფიცერმა რობერტ ჯონასმა "ტვიტერში" გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც წელს კლუბის მიერ დაჯილდოვდებიან.

  • კრისტიან ესპინოზა - საუკეთესო შემტევი ფეხბურთელი
  • ფლორიან იუნგვირტი - საუკეთესო დაცვითი ფეხბურთელი
  • კრის ვონდოლოვსკი - საუკეთესო ფეხბურთელი
  • ჯექსონ იუეილი - საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

გურამ კაშიას მართლაც არ ჰქონდა იკარგი სეზონი ამერიკაში, თუმცა ვაკო არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა. თუ ქართველი ვონდოლოვსკის ვერ სჯობდა, ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას რომ კრისტიან ესპინოზა უკეთესად უტევდა.

მაგალითად მიმდინარე სეზონში ვაკომ 8 გოლი გაიტანა, ესპინოზამ კი მხოლოდ 2. არგენტინელი ქართველს საგოლე გადაცემებში
ასწრებს, 12 ჰქონდა კრისტიანს და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა ვაკოს.

თუმცა ვაკოს მიმართ მოთხოვნა მეტია, რადგან ის თანაგუნდელებზე ორჯერ ან უფრო მეტ ხელფასს იღებს. ამავე ჟურნალისტის პოსტში ჩამოთვლილია მიმდინარე სეზონში გაცემული ხელფასები:

  • 1 604 000 ყაზაიშვილი
  • 800 000 ვონდოლოვსკი
  • 729 000 რიოსი
  • 719 000 ფიერო
  • 617 000 იუნგვირტი
  • 590 000 კაშია
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაცი ამერიკაში ცხოვრობს ბევრ ფულს შოულობს და მალე მოქალაქეობასაც მიიღებს ალბათ, ვინ იტყოდა უარს ამაზე ?? ხალხი წლობით ელოდებიან ვიზებს რო რამდენიმე თვით წავიდნენ ამერიკაში და მილიონებს აკეთებს ბურთის გორაობით.
ნაკრების გულშემატკვირებისთვის რათქმაუნდა ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი სასირველი იქნებოდა ყოფილიყო რომელიმე ტოპ ჩემპიონატში მაგრამ ამ ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და არის იქ სადაც უნდა.
Giorgi
21:30 28-09-2019
1
გალაქტიონ პროდუქტიულობა იცი რას ნიშნავს? ვაკოს 13 აქვს, ესპინოზას 14 + გამწვავებაც უნდა დავუმატოთ რომელიც არ გაქვს მითითებული, სავარაუდოდ ესპინოზა უკეთესია მაგ კომპონენტშიც. ასე რომ ვერ ჯობს ვაკო და ნუ გვწყინს!
fsiuuu
19:38 28-09-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული