გურამ კაშიას ორი შეცდომა და... "სან ხოსე" პლეი-ოფის ზონის მიღმაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 სექტემბრის დილით, MLS-ის 32-ე ტურის შეხვედრა "სან ხოსე ერსქვეიქსსა" და "ფილადელფია იუნიონს" შორის გაიმართა, რომელიც კალიფორნიელი მასპინძლების მარცხით, 1:2 დასრულდა.

სამწუხაროდ, შეხვედრის ანტიგმირი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა.

გურამი, ვაკო ყაზაიშვილის მსგავსად, "სან ხოსეს" ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მცველი შეხვედრის უდიდესი ნაწილი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, 5-წუთიან მონაკვეთში 2 შეცდომა დაუშვა, რაც "სან ხოსეს" მარცხის ფასად დაუჯდა.

მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 35-ე წუთზე გოლი ჯექსონ იუილმა გაიტანა.  70-ე წუთზე კი,
ბედოიას გოლის დროს შემტევის დარტყმული ბურთი გურამს ფეხებშორის გაუძვრა, ხოლო 76-ე წუთზე მეორე გოლის ავტორმა, პოლონელმა პრიჟბილკომ საჰაერო დუელი სწორედ ქართველ მცველს მოუგო.

ამ მარცხის შემდეგ "სან ხოსე ერსქვეიქსი" 44 ქულით დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე გადავიდა და პლეი-ოფის ზონას 1 ქულით ჩამორჩება.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და კალიფორნიელები 2 უშუალო კონკურენტს ეთამაშებიან. სახლში კონფერენციის მეოთხეადგილოსან "სიეტლს" დაუპირისპირდებიან, რომელსაც 50 ქულა აქვს და ბოლო ტურში კი, გასვლაზე "პორტლენდს" შეხვდებიან, რომელიც მე-6 ადგილზეა და 1 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
საერთოდ თუ გაინტერესებთ, მეკარე უნდა გამოსულიყო მაგ ბურთზე.
გიორგი
18:24 26-09-2019
3
პირველი ბურთი,ფეხი დაუცურდა და სხვათაშორის არ ვიცი რატომ და კიდევ სხვებსაც უცურდებოდათ ფეხი მტჩის მსვლელობის დროს და მეორეც სულ მთლად მისი ბრალი იყო.ისე სან-ხოსე არ იყო წაგების ღირსკ.რაც შეეხება კაშიას ფეხბურთელობას.კრუიფის,ნეესკენსის,ვან ბასტენისდა ა.შ.დარი ფეხბურთელებისა ქვეყანაში მთელი სტადიონი რომ შენ გვარს ყვირის ამით ყველაფერი ნათქვამია,თუ როგორი ფეხბურთელია.
კახა ქ.
16:10 26-09-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული