ლოკომოტივმა" ისევ იმარჯვა - საბა კვირკველია ისევ სათადარიგო იყო

AutoSharing Option
18 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში "ლოკომოტივმა" გროზნოში 2:0 მოუგო "ახმატს".

"ლოკოს" მცველი საბა კვირკველია კვლავ სათადარიგო იყო. მიმდინარე სეზონში მას ჩემპიონატზე ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

"რკინიგზელთა" გუნდმა პრემიერლიგაზე ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო, 29 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ზენიტს" 3 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ლოკომოტივი" 27 ოქტომბერს "სპარტაკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი, 22 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ტურინში "იუვენტუსს" შეხვდება.

კვირკველია საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ჰყავდა გამოძახებული და გიბრალტართან მატჩის 90+5-ე წუთზე კანკავას ნაცვლად შეუშვა
შეცვლაზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კი მიტყდება ამის თქმა მარა რაღაც პონტში კია ღირსი. წასულიყო ლესტერში შანსი რო ქონდა:/
dato
07:45 19-10-2019
1
რაის ლესტერი, ვამბობდი მე ლოკოშიც სატადარიგოზე დაჯდებათქო/ ყველაზე სუსტი მცველია ნაკრებსი დღესდღეობიტ, ვაისაც რომ არ ათამაშებს. კაზახეთში კი ბატონო, ანდა წაიყვანოს ქეცბაიამ კიპრზე. რატო უკეთებდნენ პიარს ვერ ვხვდები, წინააღმდეგი მისი არაფერი მაქ, მარა ქართველი რო იტყვის ხინკალს პელმენი მირჩევნიაო და ბორში მირჩევნიაო ყველაფერსო, ეეე ბატონო, მიტო არ დაუფასეს რუსებმაა. ინგლისში ბურთსაც არ დაანახვებდნენ მაგას, მაქსიმუმ 3 თამასი მიეცათ
ვასო
21:04 19-10-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული