ჯიმი ტაბიძის საგოლე პასი 83-ე წუთზე და "უფამ" ცსკასთან არ წააგო

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში "უფამ" საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და 83-ე წუთზე კროტოვის გატანილი გოლის წყალობით ფრეს მიაღია, ხოლო კროტოვს საგოლე გადაცემა ჯიმი ტაბიძემ გაუკეთა, რომელმაც "არმიელების" საჯარიმოში თავით მოიგო ბურთი და პარტნიორს ზუსტი გადაცემა მისცა.

აღსანიშნავია, რომ ტაბიძემ რუსეთის პრემიერ ლიგაში 13-ვე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს, "ზენიტთან" 1:0 მოგებულ შეხედრაში და ისიც 85-ე წუთზე.

ჯიმის გუნდი 16 ქულით რუსეთის უმაღლეს ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს. თავად ტაბიძეს საგოლე გადაცემის გარდა სეზონში 1 გოლი
აქვს გატანილი და ისიც კიდევ ერთ ლიდერ "კრასნოდარს" გაუტანა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
უფაზე უკეთეს გუნდს იმსახურებს შარშანაც კარგად თამაშობდა და წელსაც.
Giorgi
21:49 20-10-2019
0
პროგრესს განიცდის ტაბიძე, რაც ძალიან სასიხარულოა
შაკო
18:25 20-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული