შენგელიას თანაგუნდელ მეკარეს დაავიწყდა, სად შეიძლება ხელით თამაში და გუნდი დაღუპა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლევან შენგელიას "ქონიასფორი" თურქეთის სუპერლიგის მე-8 ტურში შინ "მალათიასფორთან" ანგარიშით 0:2 დამარცხა.

ამაში დიდი წვლილი მასპინძელთა გუნდის მეკარეს, სერკან კირინთილს მიუძღვის, რომელიც მოედნიდან უკვე მე-11 წამზე გააძევეს.

საქმე იმაშია, რომ მატჩის დაწყებიდან მალევე მეტოქემ მასპინძელთა მხარეს გადაგზავნა ბურთი, ხოლო სერკინი საჯარიმოდან გამოვიდა და ბურთი ხელებით დაიჭირა.

მსაჯი ოპერატიულად მივიდა მასთან და წითელი ბარათი ამოიღო, თუმცა თავად მეკარეც მიხვდა თავის დანაშაულს, ხელთათმანები მოიხსნა და მოედნიდან გასასვლელად გაემზადა.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, შენგელია ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.

"ქონიასფორი" 12
ქულით მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული