"ბრონდბიუ" საბა ლობჟანიძეს არ ეშვება

AutoSharing Option
დანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა B.T. წერს, რომ დანიურ გრანდ "ბრონდბიუს" ქართველი შემტევის, საბა ლობჟანიძის შეძენა ისევ სურს და იანვარში, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიმართავს "რანდერსს".

სტატიის მიხედვით, "რანდერსი" შეეცდება, ლობჟანიძე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაითანხმოს, რათა ქართველის ტრანსფერიდან რეალური თანხის აღება შეძლოს.

გასულ ზაფხულს "ბრონდბიუმ" ერთხელ სცადა ლობჟანიძის შეძენა, თუმცა "რანდერსისთვის" შეთავაზებული თანხა ძალიან ცოტა იყო და დაახლოებით, ნახევარ მილიონ ევროდ საბას გაყიდვაზე უარი განაცხადეს. თავად ფეხბურთელს არ დაუმალავს, რომ კარიერის უფრო ძლიერ გუნდში გაგრძელება სურს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნახევარი მილიონი არა ტოროლა, დავიჯერო ორი მილიონი აღარ ღირს.
giga
14:45 22-10-2019
2
საბას წარმატებები. რატომ ვერ მოუნახა ვაისმა ამ კაცს ადგილი ნაკრებში ვერ გამიგია სწრაფია შემტევი.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
01:11 23-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული