sport-express: რატომ არ თამაშობს კვირკველია? - "ლოკოს" მცველი ვერაფრით ვერ ბრუნდება შემადგენლობაში

AutoSharing Option
sport-express-მა "ლოკომოტივის" მცველ საბა კვირკველიას წერილი მიუძღვნა.

მაკგეევი თამაშობს, კვირკველია სკამზეა

სამშაბათს ტურინში, როგორც მინიმუმ, ერთი ადამიანი იქნება, რომელიც გულის სიღრმეში ორივე გუნდს უგულშემატკივრებს. "ლოკოს" მცველი კვირკველია "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ქომაგია და ამას განსაკუთრებულად არც არასოდეს მალავდა.

"იუვე" - საერთოდ, ეს ტოპია. საჭირო იქნება იტალიელთა დამარცხება და შემდეგ რონალდოსთვის მაისურის გამორთმევა!", - კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ქართველმა.

სამწუხაროდ, ამის მოედანზე გაკეთების საშუალება საბას 99%-ით არ ექნება. ამ სეზონში კვირკველია, გუნდის საჩემპიონო 2017/18 წლების სეზონში ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, უკანასკნელი ორი
წლის რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ღრმა თადარიგში აღმოჩნდა. იმდენად ღრმაში, რომ იური სიომინი მას 20 წლის საყრდენ სტანისლავ მაკგეევს ამჯობინებს: ბიჭმა გროზნოში 90 წუთი ითამაშა, კვირკველია კი ამ დროს სათადარიგოთა სკამს ხეხავდა.

რატომ არის საბა სკამზე, როდესაც ჯერ კიდევ გუშინ "ლოკომოტივის" გასახდელის სული და გული იყო?

ტრავმა და აღდგენა

პრობლემები ქართველ მცველს ჯერ კიდევ გასული სეზონის დასასრულს დაეწყო. 2 წელი ის თითქმის შეუცვლელად თამაშობდა: საჩემპიონო 2017/18 წლებში 29 მატჩი ჩაატარა, შემდეგ სეზონში ყველა - 30. პლუს, ევროპა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და საქართველოს ნაკრები. ყველაფერი ეს მცველმა მედგრად გადაიტანა.

"ლოკოს" ექიმების თქმით, ყველაფერ ამის ფონზე კვირკველიას ორივე კოჭ-წვივზე კუნთების ანთება დაემართა. 26 მაისს, "უფასთან" მატჩის პირველივე წუთებზე მცველმა ტკივილი იგრძნო და შეცვლა ითხოვა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას მაშინ ეგრძნო, თუ ყველაფერი რამდენად სერიოზულადაა. მთელი ზაფხული მკურნალობდა, ფორმაში ჩადგომას კი რაღაც მიზეზების გამო დღემდე ვერ ახერხებს. თუმცა აგვისტოს ბოლოს ამტკიცებდა, რომ მკურნალობა დაასრულა და მოთელვაღა აკლდა.

სექტემბერში "ბალტიკასთან" თასზე 120 წუთი ითამაშა, იქამდე კი - 45 წუთი ამხანაგურ შეხვედრაში იურმალის "სპარტაკთან". სიომინის კომენტარის მიხედვით, ის მცველის თამაშით ძალიან კმაყოფილი არ დარჩა:

"ის საასპარეზოდ ჯერ მზად არ არის. კონდიციების სრულად აღსადგენად კიდევ დრო სჭირდება. რაც უნდა იყოს, 3 თვე დიდი დროა. შარშანდელ დონეზე სათამაშოდ კარგ ფორმაში ჩადგომაა აუცილებელი. ჯერ იქამდე შორია".

კონფლიქტი არ არის

ტრავმასთან ერთად ერთბაშად რამდენიმე მედიასაშუალებამ გაიხსენა: შუა ჩემპიონატისას კვირკველიას "ლესტერში" გადასვლა შესთავაზეს. ბრიტანელები მცველში 10 მილიონის გადახდის მზადყოფნას გამოთქვამდნენ, მაგრამ ის დარჩა.  საჯაროდ ორი მიზეზი დასახელდა: ან თავად უთხრა უარი "ლესტერს", რათა ჩემპიონი გამხდარიყო, ან ამის შესახებ სიომინმა სთხოვა.

ნებისმიერ შემთხვევაში, კვირკველია მოედანზე აღარ გამოჩნდა და გულშემატკივრებს შორის თეორია დაიბადა: მცველი 100%-ით არ იხარჯება, რამეთუ გულნატკენია, რადგან ინგლისში არ გაუშვეს. ფანებს არ ანაღვლებთ ის, რომ კლუბში ხელმძღვანელობა შეიცვალა. თუმცა, უკანასკნელ თვეებში მსგავსი თეორია პროცესის მეტ-ნაკლებად ყველა მონაწილემ უარყო - თავად კვირკველიამ, მისმა წარმომადგენლებმა, სიომინმა და კლუბმა.

ამას დავამატოთ "ლოკოდან" "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა. მოსკოვურ კლუბში არ მალავდნენ, რომ ისტორიაში აგენტები იყვნენ გარეულნი, რომელთაც ბიჭი "ლოკომოტივიდან" წაიყვანეს. ქართული ფეხბურთის სამყარო, რა თქმა უნდა, ძალიან ვიწროა, კვარაცხელიასა და კვირკველიას საქმეები კი მამუკა ჯუღელთანაა დაკავშირებული.

"კვირკველიასთან დაკავშირებით არანაირი კონფლიქტი არაა, აბსოლუტურად! ყველაფერი ნორმალურადაა, არის სათამაშო მიზეზები. ამ თემაზე ყველა კითხვა სამწვრთნელო შტაბთან", - განუცხადა sport-express-ს "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილი კინკაძემ.

ჩვენი ინფორმაციით, კვირკველია ბანალურად აგებს კონკურენციას. მის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაზე ფიზიოლოგიური ტესტები და სრულიად საწვრთნელი პროცესი მეტყველებს. სიომინი, რომელსაც საბა ძალიან პატივისცემით ეპყრობა, თავისი თავის მტერი არ არის, რომ ფეხბურთელი შემადგენლობაში მხოლოდ წარსულის დამსახურების გამო დააყენოს. აქ სიომინთან კითხვები არ არსებობს.

საკითხი იმაშია, თუ რამდენად აწყობს ეს თვითონ კვირკველიას. ჩვენ გვახსოვს, რომ ფეთქებადმა ქართველმა "რუბინში" მწვრთნელ ხავი გრასიას ჯამბაზი იმის გამო უწოდა, რომ თავის წარმოჩენის შესაძლებლობას არ აძლევდა. სიომინთან ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, "ლოკომოტივში" სათადარიგოობას შეეგუოს. თუ ზამთრამდე შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიბრუნა, სავსებით სავარაუდოა, კიდევ სადმე წასვლა მოითხოვოს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მოკლედ წავლენ რუსეთში და რუსეთიდან ფეხის მოცვლა აღარ უნდათ ამ ქართველებს წასულიყო ეს დალოცვილი ლესტერში გუნდი რომელიც ეთამაშება ლივერპულს სიტის მანიუს ჩელსის არსენალს ტოტენჰემს ეგ ჯობია თუ ზენიტტთან და უფასთან თამაში გამაგიჟებენ რა
ტოტტი
10:20 23-10-2019
1
სოლომონ, ალბათ კითხულობ ჩვენ კომენტარებსაც. არ ინერვიულო, არავითარი საბედისწერო შეცდომა, ყველაფერი წინა გაქვს. აბა ვინ იფიქრებდა რუბინში ყოფნის დროს, რომ შემდეგ 2 სეზონი რუსეთის საუკეთესო მცველი იქნებოდი. ჰო და, შვილო, შენ ვარჟიში გააგრძელე, და ყველაფერი კარგად გექნება. ამაში დარწმუნებული ვარ. შენი სამშობლოს ნაკრებსაც კიდევ ბევრჯერ ემსახურები. აბა, წარმატებები!
alexandre
10:16 23-10-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული