გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ თავის კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "გენტის" ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

გიორგის გარდა, "გენტმა" კონტრაქტები იარემჩუკსა და დეივიდს გაუგრძელა. როგორც ჩანს, ბელგიურ კლუბში გადაწყვიტეს, რომ ამ ფეხბურთელებიდან უფრო მეტი თანხის მიღება მათთან კონტრაქტის გახანგრძლივებით შეიძლება.

ჩაკვეტაძე სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა სავარჯიშო პროცესს და 6-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩის ჩატარების მოლოდინშია. მის გარეშე მოთამაშე "გენტმა" ევროპა ლიგის მე-3 ტურის მატჩში "ვოლფსბურგთან" ფრედ, 2:2 ითამაშა. ამ შეხვედრაში "გენტის" მეორე ქართველი გიორგი ქვილითაია
მოედანზე 73-ე წუთზე გავიდა.

altბოლო ხუთწლეულის ტოპ-5 მოვლენა ქართულ ფეხბურთში: მესიდან ჩაკვეტაძემდე

alt5 ფაქტორი, რომლებიც ოქტომბრის მატჩებში გამოიკვეთა - ვინ უნდა გაიტანოს გოლი, თუ მარტში ჩაკვეტაძე არ იქნება?

alttodofichajes: გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე იტალიურმა გრანდმა მოლაპარაკებები დაიწყო

altიეს ტორუპი: ჩაკვეტაძე დასაბრუნებლად ბევრს შრომობს, მაგრამ ვერ გავრისკავთ

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგია რომ გენტში დარჩა. ჯერ მეტისტის ზმად არაა. 2 წლის მერე ვნახოთ, თუ ივარგა....თუმცა გენტშიც ბრძოლა მოუწევს ძირითადში თავის დასამკვიდრებლად. მანდ ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელია.
ჯერი
13:25 01-11-2019
0
ამის დიდი ფეხბურთი სამწუხაროდ დამთავრებულია. ნუ კაია რომ გენტმა გაუგრძელდა კონტრაქტი. მანდ იყოს და ტრავმები არ აიკიდოს და ჯანდაბას. როცა 19 წლის ბიჭი ამხელა ტრავმას იღებს რომ ერთი სეზონი გიცდება მანდ კაი კლუბში გადასვლის შანსი მინიმუმამდე დადის სამწუხაროდ. წარმატებები ჩაკვე.
აქანა
13:51 26-10-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული