კაჭარავამ და დაუშვილმა გაიტანეს - "ანორთოსისმა" "დოქსა" გაანადგურა და ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ოქტომბერს, კვიპროსის ჩემპიონტის მე-7 ტურში "ანორთოსისმა" 6:0 გაანადგურა აუტსაიდერი "დოქსა". ქართველთაგან გოლები ნიკა კაჭარავამ (მან ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა) და ბუბა დაუშვილმა გაიტანეს.

ნიქოზიაში თამაშს 554 მაყურებელი დაესწრო, სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

"ანორთოსისში" შეუცვლელად იასპარეზეს გიორგი ლორიამ და კაჭარავამ, დაუშვილი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია.

"ანორთოსისი", რომელსაც თემურ ქეცბაია უდგას სათავეში, 14 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ომონიას" 2 ქულით უსწრებს. თანაც, "ანორთოსისს" 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქეცბაია სტატისტიკა ვნახე და ყველა კლუბში სადაც უმუშავია დადებითი ბალანსი აქვს ყველგან წარმატებულად მუშაობს ერთადერთი საქართველოს ნაკრებში აქვს უარყოფითი სტატისტიკა ნამდვილად არ არის ცუდი მწვრთნელი პირიქით ძალიან კარგი მწვრთნელია.
Giorgi
23:44 27-10-2019
6
ოქრის სულ პრავმა როგორ აქვს მაგრად დაიტანჯა ეგ ბიჭი და ჩვენც დაგვტანჯა
Grisha
00:39 28-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული