"რანდერსის" დირექტორი: საბა ლობჟანიძის მიმართ ინტერესს არა მხოლოდ "ბრონდბიუ" იჩენს

AutoSharing Option
დანიური "რანდერსის" სპორტული დირექტორი სიორენ პედერსენი ადგილობრივ გამოცემა bold.dk-სთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების შემტევ საბა ლობჟანიძის ტრანსფერზე საუბრობს.

"არ ვიცით, უნდა ველოდოთ თუ არა "ბრონდბიუს" ზარს იანვარში, თუმცა მათ გარდა, საბა ძალიან ბევრ კლუბს აინტერესებს. არაა გამორიცხული ლობჟანიძე სხვა დანიურ გუნდში გავყიდოთ.

არ მაქვს პასუხი კითხვაზე, მისი დანიაში გასხვისება გვირჩევნია თუ სხვა ქვეყანაში. თუ სწორი გუნდიდან კარგი შემოთავაზება იქნება, ჩვენ საბას გავყიდით. დანიური კლუბი იქნება ეს თუ უცხოური, ამას ვნახავთ.

ჩვენ ისევ გვსურს ლობჟანიძესთან კონტრაქტის გახანგრძლივება. ის კარგი ფეხბურთელია და კლუბში
ყოფნით ბედნიერია, ჩვენც ბედნიერები ვართ, რომ საბა "რანდერსში" თამაშობს. კონტრაქტის გახანგრძლივება ერთ-ერთი ალტერნატივაა. ამ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა არ ვიცი რამდენად გამოვა.

ლობჟანიძე ამბიციურია და მას უფრო დიდ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება, ვიდრე "რანდერსია" და მე ამის გამო უდიდეს პატივს ვცემ,"- აღნიშნა პედერსენმა.

საბა ლობჟანიძე "რანდერსს" 2017 წელს შეუერთდა თბილისის "დინამოდან". დანიის სუპერლიგაში საბამ 23 გოლი გაიტანა, საქართველოს ეროვნულ გუნდში კი 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი 2-ჯერ გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ახალგაზრდა ფეხბურთელია და მისთვის უფრო უკეთესი არ იქნება ცოტა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადავიდეს ვიდრე ისევ დანიაში გაგრძელოს და იგივე ჩემპიონატი ითამაშოს დანის კლუბები მეტნაკლებად ყველა ერთ დონოზეა თვითონ დანიელები მიდიან დანის ჩემპიონატიდან და მე პირადად მგონია რომ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატშიც შეუძლია თამაში.
Giorgi
14:30 29-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული