მოსკოვის "სპარტაკის" 18 წლის თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი, - იუწყება კლუბის საიტი წერილში (Дубль: крупная победа над «Арсеналом»).
"არსენალთან" საშინაო მატჩში (5:2) ის ძირითად შემადგენლობაში იყო, 69-ე წუთზე გოლი გაიტანა, ანგარიში 4:2 გახადა და შეცვალეს.
ქუთათელაძემ გასულ თვეში "კრასნოდარს" (პენალტით) და "ლოკომოტივს" გაუტანა გოლები.
ნიკოლოზი "სპარტაკში" სეზონის დაწყების წინ გადავიდა და დუბლშემადგენლობაში უმალ დაიმკვიდრა ადგილი.
"სპარტაკში" ნიკოლოზ ქუთათელაძის დებიუტი შედგა
ჯანო ანანიძეს ნიკოლოზ ქუთათელაძის გამო "სპარტაკის" ხელმძღვანელობასთან ბოდიშის მოხდა მოუწია