ლევან შენგელიამ 3 წუთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და "კონიასპორი" ლიდერთან დამარცხდა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონტის მე-11 ტურში ლევან შენგელიას "კონიასპორი" სტუმრად 0:2 დამარცხდა ლიდერ "სივასპორთან".

შენგელია ძირითად შემადგენლობაში იყო, 75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 78-ეზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

იმ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო, შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

რაც შენგელია "კონიასპორში" გადავიდა, ჩემპიონატის 8 მატჩში გოლი არ გაუტანია, ერთხელ ავტოგოლი გაიტანა, დღეს კი წითელი ბარათი მიიღო. არადა, მისგან მეტს მოელოდნენ.

"კონიასპორი" 13 ქულით მე-11 ადგილზეა, 23 ნოემბერს "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს და დისკვალიფიკაციის გამო ლევანს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება
მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს კიდევ ერთი მაგალითი. ოდნავ ბურთის გაგორება ისწავლა და კარისი მიმართულებით დარტყმა სასწრაფოდ დატოვა დინამო.პირიქით უნდა მოძლიერებულიყო და ჯერ დინამოში ეთქვა წონადი სიტყვა შემდეგ სადმე წასულიყო. ახლა დინამოსაც მოაკლდა და იქაც ცუდათ წარმოაჩინა თავი, თანაც უსახელო თურქულ გუნდში.ბევრი თვითონ ინგრევენ მომავალს და სამწუხაროა ვინმე დამრიგებელიც არ ყავთ თუნაც კლუბში.
G.LA
12:51 10-11-2019
1
ეს კაცი ჯერ უნდა დარენლიყო დინამოში. თურქეთში გადასვლა იყო უდიდესი სისულელე. ამას ვწერდი თავიდანვე
გადასარევი გიორგი
11:45 10-11-2019
1

სიახლეები პოპულარული