თურქეთის ჩემპიონტის მე-11 ტურში ლევან შენგელიას "კონიასპორი" სტუმრად 0:2 დამარცხდა ლიდერ "სივასპორთან".
შენგელია ძირითად შემადგენლობაში იყო, 75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 78-ეზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.
იმ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო, შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
რაც შენგელია "კონიასპორში" გადავიდა, ჩემპიონატის 8 მატჩში გოლი არ გაუტანია, ერთხელ ავტოგოლი გაიტანა, დღეს კი წითელი ბარათი მიიღო. არადა, მისგან მეტს მოელოდნენ.
"კონიასპორი" 13 ქულით მე-11 ადგილზეა, 23 ნოემბერს "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს და დისკვალიფიკაციის გამო ლევანს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება
მოუწევს.