ყაზახურმა გამოცემა sports.kz-მ ადგილობრივი პრემიერლიგის 33 (ბოლო) ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა შეიყვანა.
აი, რას წერს გამოცემა ჯაბას შესახებ:
"კანკავას დამსახურებით, "ტობოლის" ნახევარდაცვაში "აკტობეს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ყველაფერი მშვიდად და საიმედოდ იყო. ის უპრობლემოდ შედიოდა ორთაბრძოლებში და იწყებდა თავისი გუნდის შეტევებს.
ქართველი საყრდენის ანგარიშზე შეხვედრაში 6 ართმევა, 10 ჩაჭრა და 5-დან 5 მოგებული საჰაერო დუელი იყო. ამას გარდა, ჯაბამ 106 პასი გააკეთა და მათი 95% ზუსტი იყო, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მოქმედების კოეფიციენტმა 299 შეადგინა."
ჯაბა
კანკავა "ტობოლის" რიგებში 2017 წლიდან თამაშობს. წლევანდელ სეზონში ჯაბამ 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გოლი არ გაუტანია და 9 ყვითელი ბარათი მიიღო.