6 ართმევა, 10 ჩაჭრა, 95% ზუსტი პასი - ყაზახებმა ჯაბა კანკავა სიმბოლურში შეიყვანეს

AutoSharing Option
ყაზახურმა გამოცემა sports.kz-მ ადგილობრივი პრემიერლიგის 33 (ბოლო) ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა შეიყვანა.

აი, რას წერს გამოცემა ჯაბას შესახებ:

"კანკავას დამსახურებით, "ტობოლის" ნახევარდაცვაში "აკტობეს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ყველაფერი მშვიდად და საიმედოდ იყო. ის უპრობლემოდ შედიოდა ორთაბრძოლებში და იწყებდა თავისი გუნდის შეტევებს.

ქართველი საყრდენის ანგარიშზე შეხვედრაში 6 ართმევა, 10 ჩაჭრა და 5-დან 5 მოგებული საჰაერო დუელი იყო. ამას გარდა, ჯაბამ 106 პასი გააკეთა და მათი 95% ზუსტი იყო, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მოქმედების კოეფიციენტმა 299 შეადგინა."

ჯაბა
კანკავა "ტობოლის" რიგებში 2017 წლიდან თამაშობს. წლევანდელ სეზონში ჯაბამ 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გოლი არ გაუტანია და 9 ყვითელი ბარათი მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯაბას სისწრაფის მეტი არაფერი არ აკლია.ნეტავი ახლა იყოს 25 წლისა.
სოსო
21:01 14-11-2019
0
ღმერთო კიდევ დიდი ხანს შეაძლებინე ნაკრებში თამაში, ესეთი თავდადებული კაცი ნაკრებში კეცბაიას შემდეგ არ მახსოვს. მე ამის ჩავარდნილ თამაშს ვეღარ ვიგონებ იმდენი ხანია ერთ დონეზეა ნაკრებში. ნამდვილი კაპიტანი, წარმატება და ჯამთელობა ჯაბას.
G.LA
19:46 13-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული