"ანორთოსისმა" სანაკრებო პაუზისას ამხანაგურ მატჩში მეორე დივიზიონის "ქსილოტიმბუ" 7:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია რომ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა.
კაჭარავამ მე-18 წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა.
"ანორთოსისი" 9 ტურის შემდეგ ჩემპიონატის ლიდერია და 24 ნოემბერს "ეთნიკოსს" დაუპირისპირდება.
"ანორთოსისის" ქართველი ლეგიონერები გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილი საქართველოს ნაკრებში იმყოფებიან და შვეიცარიასთან და ხორვარტიასთან მატჩებისთვის ემზადებიან.