27 ოქტომბერს, კვიპროსის ჩემპიონტის მე-7 ტურში "ანორთოსისმა" 6:0 გაანადგურა აუტსაიდერი "დოქსა". ქართველთაგან გოლები ნიკა კაჭარავამ (მან ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა) და ბუბა დაუშვილმა გაიტანეს.
ნიქოზიაში თამაშს 554 მაყურებელი დაესწრო, სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
"ანორთოსისში" შეუცვლელად იასპარეზეს გიორგი ლორიამ და კაჭარავამ, დაუშვილი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია.
"ანორთოსისი", რომელსაც თემურ ქეცბაია უდგას სათავეში, 14 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ომონიას" 2 ქულით უსწრებს. თანაც, "ანორთოსისს" 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.