საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა, სავარაუდოდ, ორი კვირით გადაიწია. ამის შესახებ Sportall.ge-სთან საუბარში ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ განაცხადა.
20 წლის შემტევის მოედანზე გამოჩენას იუპერლიგის მე-16 ტურში ველოდით, თუმცა იეს ტორუპმა ჩვენებური "ანტვერპენთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.
როგორც გახოკიძემ აღნიშნა, ექიმებმა გიორგის უთხრეს, რომ არ გარისკოს და მოედანზე სათამაშოდ კიდევ ორი კვირით არ გავიდეს.
აქედან გამომდინარე, ჩაკვეტაძე "გენტის" მომავალ სამ შეხვედრასაც გამოტოვებს და მას მოედანზე, სავარაუდოდ, 7 დეკემბერს, "ვარეგემთან" საშინაო მატჩში ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენებურს 2019 წლის 21
აპრილის შემდეგ არ უთამაშია. მან მაისში ოპერაცია გაიკეთა და ახლა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა მის დაბრუნებას არ ჩქარობენ.