პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში ვაკო გვილიას "ლეგია" შჩეცინში 1:3 დამარცხდა ლიდერ "პოგონთან", რომელსაც ახლა 2 ქულით ჩამორჩება და 29 ქულით მე-4 ადგილზეა.
არადა, გამარჯვების შემთხვევაში პირველ პოზიციაზე დამკვიდრება შეეძლო. legionisci.com-მა გვილიას თამაში გაარჩია.
ვაკო გვილია გამადიდებელი შუშით
ტრავმირებული ხორვატი დომაგოი ანტოლიჩი გვილიამ შეცვალა. სასტარტოში უკანასკნელად ქართველი ერთ თვეზე უფრო დიდი ხნის წინ, "პიასტთან" შეხვედრაში დააყენეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ ნახევარმცველის თამაშს დავკვირვებოდით.
25 წლის ფეხბურთელმა პირველივე წუთებიდან მეტოქეებთან ორთაბრძოლების უმეტესობა წააგო. ხშირად ანდრე მარტინსის ზურგსუკან "იმალებოდა", იშვიათად ერთვებოდა თამაშში და შეტევაში არ
მონაწილეობდა. 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 6 მოიგო.
ხშირად კარგავდა ბურთს. 57 გადაცემიდან 47 (82%) არაზუსტი იყო. მარტინსის მაჩვენებელი - 53 პასიდან 83% ზუსტად შეასრულა. 34-ე წუთზე ვაკომ საჯარიმოს წინ ძალიან უაზროდ დაკარგა ბურთი. შესვენების წინ მარკო ვესოვიჩს არაზუსტი გადაცემა გაუკეთა და ბურთი აუტში გადავიდა. ორჯერ, 23-ე და 50-ე წუთებზე შეიჭრა მოწინააღმდეგის საჯარიმოში, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა. განსაკუთრებით აღსანიშნავი მეორე ეპიზოდია, როდესაც მიხაილ კარბოვნიკასგან შესანიშნავი გადაცემა მიიღო.
ორჯერ დაარტყა კარში: 55-ე წუთზე დაუბლოკეს, ხოლო 65-ეზე მის მიერ იდეალურად შესრულებული საჯარიმო მეკარემ შესანიშნავად მოიგერია.
ეს "ლეგიაში" ვაკოს საუკეთესო მატჩი არ იყო. სეზონის დაწყებისას ისე ჩანდა, თითქოს შეტევაში ალექსანდრ ვუკოვიჩის გუნდის საკვანძო ფეხბურთელი იქნებოდა. სამწუხაროდ, იერიშებში ხშირად არ ერთვება და მეტოქის კართან სახიფათოდ არ მოქმედებს. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში თავის ოპტიმალურ ფორმას დაიბრუნებს და მარტინსსა და ანტოლიჩს ძლიერ კონკურენციას გაუწევს.
ვაკო გვილია: ზოგ მატჩში არ გაგვიმართლა - მთავარია, ერთა ლიგის პლეი-ოფს მზადყოფნაში შევხვდეთ
პოლონური პრესა: გვილია შევიდა და "ლეგიას" მოაგებინა [VIDEO]
ვაკო გვილიამ "ლეგია" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გოლით და საგოლე პასით გაიყვანა [VIDEO]
ვაკო გვილიამ "ლეგიას" გამარჯვება 90+4-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]
ვაკო გვილია "ლეგიაში" საქმეს შეუდგა - გოლი და საგოლე პასი სადებიუტო მატჩში [VIDEO]