2 დღის წინ საიტმა elperiodicodearagon.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და "სარაგოსას" ნახევარმცველის, გიორგი პაპუნაშვილის გადაბირებით MLS-ის ბინადარი "ნიუ იორკ სიტია" დაინტერესებული.
ინფორმაციის გადასამოწმებლად Sportall.ge ფეხბურთელის აგენტ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა.
"ნიუ იორკიდან" ინტერესი ზაფხულიდან არის, თუმცა მხოლოდ ინტერესია და რაიმე სახის მოლაპარაკება ჯერჯერობით არ დაგვიწყია.
ჩვენ უკმაყოფილონი ვართ იმ მცირე სათამაშო დროით, რასაც პაპუნაშვილი "სარაგოსაში" იღებს და თუ ასე გაგრძელდა, გუნდის შეცვლაზე მართლაც სერიოზულად ვიფიქრებთ.
გარდა "ნიუ იორკისა", პაპუნაშვილის მიმართ ინტერესი რუსეთის წამყვან გუნდს, ასევე, ჰოლანდიისა და ბელგიის ჩემპიონატში მოთამაშე
გუნდებსაც აქვთ.
ასევე შემიძლია გითხრათ, რომ გიორგის მიმართ ინტერესს ლა ლიგის ორი გუნდიც იჩენს", - ამბობს მიხეილ ხუციშვილი.
აქვე გეტყვით, რომ პაპუნაშვილმა მიმდინარე სეგუნდა დივიზიონში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მაგრამ ამ ფორმაში მყოფი ვის რაში სჭირდება ლა ლიგაში ან MLშ-ში? ზღაპარი მგონია.
ისევ მეორე ლიგაში თუ გამოუვა რამე.