30 ნოემბერს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში ქართველების "ანორთოსისმა" 2:1 დაამარცხა აეკ-ი.
ამ მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
ასევე შეუცვლელად ითამაშა ბუბა დაუშვილმა, გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა კი განაცხადში არ იყვნენ.
"ანორთოსისი" 24 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ომონიას" 3 ქულით უსწრებს და 7 დეკემბერს აელ-ს დაუპირისპირდება.
ლარნაკა. "გეორგიოს კარაპატაკისი". 3 500 მაყურებელი
აეკ - ანორთოსისი 1:2
გოლები: 0:1 კალტსასი (35), 0:2 ოქრიაშვილი (53), 1:2 ტრიჩკოვსკი (90+2)