ეს დიდებულია - თორნიკე ოქრიაშვილმა აეკ-ს სუპერგოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ნოემბერს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში ქართველების "ანორთოსისმა" 2:1 დაამარცხა აეკ-ი.

ამ მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

ასევე შეუცვლელად ითამაშა ბუბა დაუშვილმა, გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა კი განაცხადში არ იყვნენ.

"ანორთოსისი" 24 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ომონიას" 3 ქულით უსწრებს და 7 დეკემბერს აელ-ს დაუპირისპირდება.

ლარნაკა. "გეორგიოს კარაპატაკისი". 3 500 მაყურებელი
აეკ - ანორთოსისი 1:2
გოლები: 0:1 კალტსასი (35), 0:2 ოქრიაშვილი (53), 1:2 ტრიჩკოვსკი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ისე მეგობრებო რომელი გოლი მოგწონთ ოქრის გატანილი ყველაზე მეტად, ყველა მაგარი იყო მაკრატელებიც , ბელარუსთანაც , ესეც , მაგრამ მე ვგიჟდები იმ გოლზე ირლანდიას რო თხარა საჯარიმოს გარედან მარჯვენა ცხრიანში . ლურსმანივით რო ჩააჭედა
Emiri
03:48 01-12-2019
1
ოქრი კლასნი ხარ მაგრამ, მარტისთვის არ დამძიმდე რააა, ბუშტივით რო იბერები 20/25 წუთში ცუდია. რას დაფრინავდი ბვშვობაში ბიჯოს. ისე რა იღბალა ხარ ამ ლამაზი გოლების გატანაში
Emiri
03:46 01-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული