ვაკო გვილიამ კრიტიკაზე გოლით უპასუხა - მოედანზე შემოსვლიდან 1 წუთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გასულ ტურში, "პოგონთან" შჩეცინში წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, "ლეგიას" გულშემატკივართა საიტმა ნახევარმცველი ვაკო გვილია გააკრიტიკა, მე-17 ტურში კი მან "კორონას" გოლი გაუტანა და "არმიელებმა" 4:0 გაიმარჯვეს.

გვილია მწვრთნელმა ალეკსანდარ ვუკოვიჩმა ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, 68-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო და ბურთზე პირველი შეხებით გაიტანა გოლი.

ვაკომ ჩემპიონატის 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

"კორონას" განაცხადში არ იყო ტრავმირებული ვატო არველაძე.

"ლეგია" 32 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "შლიონსკს" 1 ქულით ჩამორჩება და 8 ნოემბერს ამ გუნდს ვროცლავში დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბატეში იყო და ახლა ლეგიაშია ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და იმედი მაქვს დროთაგანმავლობაში უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადავა მთავარია რომ მარტის თამაშებისთვის ყველა მზად იტოს განასაკუთრებიტ ჯანო ოქრი ჩაკვე და კვირკველია.
გიორგი
14:02 04-12-2019
0
მოხვდა ბურთი.
zurab
11:51 04-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული