რატომ დასაჯა ქეცბაიამ ლორია და კაჭარავა? - თემური ამბობს, რომ ქართველებს არაფერს არ აპატიებს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში "ანორთოსისმა" აეკ-ი 2:1 დაამარცხა და ამ მატჩში განაცხადშიც კი არ იყვნენ მეკარე გიორგი ლორია და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა. არადა, ისინი არც დისკვალიფიცირებულნი არიან და არც ტრავმირებულნი.

anorthosis24.net და 24sports.com.cy იუწყებიან, რომ მათ დისციპლინა დაარღვიეს და მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დასაჯა. დისციპლინის დარღვევა კი თურმე, გუნდის სადილზე დაგვიანებაა.

აი, რა განაცხადა ქეცბაიმ:"ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცით. შეცდომას ყველა უშვებს. დანიშნულების ადგილას ყველა დროულად უნდა გამოცხადდეს. სხვებზე შეიძლება თვალი დამეხუჭა, მაგრამ ისინი ჩემი თანამემამულეები არიან და სამაგალითონი უნდა იყვნენ. რაღაც
დიდი დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ დავსაჯე.

ჩემს ფეხბურთელებს კარგ გუნდთან გამარჯვებას ვულოცავ. ბევრი იშრომეს, უბურთოდაც ითამაშეს. ყველა შეხვედრა რთულია. ლიდერები ვართ და ასევე უნდა გავაგრძელოთ".

გამოცემების მტკიცებით, ქეცბაიამ ლორია და კაჭარავა შეიძლება მომავალ ტურშიც არ ათამაშოს. ამ დროს ლორია ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერად მიიჩნევა, ხოლო კაჭარავა ფორმაში ჩადგა და გოლების გატანა დაიწყო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქეცბა არის ნამდვილი პატრიოტი და მიუკორძოებელი ადამიანი, არ უყვარს ზედმეტი ტრაკის თამაში.
ლაშა
01 დეკემბერი 2019 12:41
1
ქეცბაია კარგი სამართლიანი კაცია, ის ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებს. ცოტა ადვილად ფეთქებადი ადამიანია,მაგრამ ნაღდია,. არ უყვარს მიკიბულ-მოკიბული! მჯერა რომ ქართველ ფეხმურთელემს სათამაშო დროს არ მოაკლებს! ოქრის და დაუშვილის მაგალითზეც ჩანს როგორ აათამაშა უკვე ეს ბიჭები. ოქრის ამდენი სათამაშო დრო არსად არცერთ კლუბში არ ჰქონია.
gabo
01 დეკემბერი 2019 10:49
0
უნდა დასაჯო ფულადი ჯარიმით.ეგ უფრო იმოქმედებს ვიდრე უთამაშებლობა
გრიგოლ1408
01 დეკემბერი 2019 12:40
0
არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს მაგრამ მე მგონია რომ საქართველოს ისტორიაში ერთ_ერთი საუკეთესო მწვრთნელია ქეცბაია
romani bejanidze
01 დეკემბერი 2019 08:02
9
სიმკაცრე კარგია და აუვცილებელი, მარა ზედმეტი იქნება კიდევ ერთი თამაშით დასჯა.
G.LA
01 დეკემბერი 2019 10:49
6
მისნაირი 10 კაცი რომ გყვავდეს ხორვატების მსგავს შედეგს დავდებდით
პაპა
01 დეკემბერი 2019 19:32
0
თემურა, მაგ დაგვიანებისთვის სხვანაირად დაგესაჯა აჯიმანიები გეგეკეთებინა ან ფული ჯარიმა აგეხია. თამაშობენ საუკეთესო ფორმაში არიან და შენ კიდე ისევ ძირითადიდან აგდებ ისედაც სულ ეგ გვჭირს ქართველებს ... ფეხბურთელის ფორმიდან ამოგდებას არავითარი გამართლება არა აქვს, მაგისთვის ტრამვებიც ეყოფათ გვეყოფა გაცდენა თამაშის
Oe
01 დეკემბერი 2019 07:03
40
Uნრალოდ საცოდაობა არის მისნაირი Aდამიანების მოძულება, Iმედია როცა იქნება ამ სენს მალე დავაღწევთ თავს.
Dato
01 დეკემბერი 2019 22:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული