რატომ დასაჯა ქეცბაიამ ლორია და კაჭარავა? - თემური ამბობს, რომ ქართველებს არაფერს არ აპატიებს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში "ანორთოსისმა" აეკ-ი 2:1 დაამარცხა და ამ მატჩში განაცხადშიც კი არ იყვნენ მეკარე გიორგი ლორია და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა. არადა, ისინი არც დისკვალიფიცირებულნი არიან და არც ტრავმირებულნი.

anorthosis24.net და 24sports.com.cy იუწყებიან, რომ მათ დისციპლინა დაარღვიეს და მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დასაჯა. დისციპლინის დარღვევა კი თურმე, გუნდის სადილზე დაგვიანებაა.

აი, რა განაცხადა ქეცბაიმ:"ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცით. შეცდომას ყველა უშვებს. დანიშნულების ადგილას ყველა დროულად უნდა გამოცხადდეს. სხვებზე შეიძლება თვალი დამეხუჭა, მაგრამ ისინი ჩემი თანამემამულეები არიან და სამაგალითონი უნდა იყვნენ. რაღაც
დიდი დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ დავსაჯე.

ჩემს ფეხბურთელებს კარგ გუნდთან გამარჯვებას ვულოცავ. ბევრი იშრომეს, უბურთოდაც ითამაშეს. ყველა შეხვედრა რთულია. ლიდერები ვართ და ასევე უნდა გავაგრძელოთ".

გამოცემების მტკიცებით, ქეცბაიამ ლორია და კაჭარავა შეიძლება მომავალ ტურშიც არ ათამაშოს. ამ დროს ლორია ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერად მიიჩნევა, ხოლო კაჭარავა ფორმაში ჩადგა და გოლების გატანა დაიწყო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქეცბა არის ნამდვილი პატრიოტი და მიუკორძოებელი ადამიანი, არ უყვარს ზედმეტი ტრაკის თამაში.
ლაშა
12:41 01-12-2019
1
ქეცბაია კარგი სამართლიანი კაცია, ის ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებს. ცოტა ადვილად ფეთქებადი ადამიანია,მაგრამ ნაღდია,. არ უყვარს მიკიბულ-მოკიბული! მჯერა რომ ქართველ ფეხმურთელემს სათამაშო დროს არ მოაკლებს! ოქრის და დაუშვილის მაგალითზეც ჩანს როგორ აათამაშა უკვე ეს ბიჭები. ოქრის ამდენი სათამაშო დრო არსად არცერთ კლუბში არ ჰქონია.
gabo
10:49 01-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული