გიორგი ჩაკვეტაძე სულ უფრო ახლოსაა "გენტის" ფორმით ოფიციალურ შეხვედრაში დაბრუნებასთან და აღნიშნულ საკითხზე ბელგიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დანიელმა ჯეს ტორუპმაHet Nieuwsblad-თან ისაუბრა.
"გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ახლოსაა მოედანზე გასვლასთან. ის, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად მზად არის. მე უახლოეს შეხვედრაში მის შემადგენლობაში შეყვანას ვაპირებ,"- თქვა მწვრთნელმა.
გიორგის ტრავმის შემდგ "გენტში" კონკურენცია გაიზარდა. განსაკუთრებით გაიხსნა ჯონათან დეივიდი და კანადელი 10-ნომრის პოზიციაზე თავს მშვენივრად გრძნობს. ჩვენ გიორგის შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება, თუმცა ქართველ შემტევს, ალბათ, გარკვეული დრო დასჭირდება გუნდის ახალ ფორმაციაში ადგილის დასამკვიდრებლად.