ყველანი მოუთმენლად ველით ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაზის ტრავმის შემდეგ დაბრუნებას, თუმცა "გენტის" მწვრთნელი იეს ტორუპი არ ჩქარობს.
7 დეკემბერს "გენტი" ჩემპიონატის მე-18 ტურში "ზულტე-ვარეგემს" უმასპინძლებს და ჩაკვეტაძე მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს. ტორუპმა ეს მოკლედ და კონკრეტულად ახსნა.
"ჩაკვეტაძის დაბრუნება ახლოვდება. მას მხოლოდ მატჩის რიტმი აკლია. შემეძლო შაბათსაც მეთამეშებინა, მაგრამ მოცდა ვარჩიე. მთავარია, მან მშვიდად დაიწყოს და დაჩქარება საჭირო არაა", - განუცხადა ტორუპმა კლუბის საიტს.