მწვრთნელმა განმარტა, რატომ არ შეიყვანა გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში

AutoSharing Option
ყველანი მოუთმენლად ველით ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაზის ტრავმის შემდეგ დაბრუნებას, თუმცა "გენტის" მწვრთნელი იეს ტორუპი არ ჩქარობს.

7 დეკემბერს "გენტი" ჩემპიონატის მე-18 ტურში "ზულტე-ვარეგემს" უმასპინძლებს და ჩაკვეტაძე მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს. ტორუპმა ეს მოკლედ და კონკრეტულად ახსნა.

"ჩაკვეტაძის დაბრუნება ახლოვდება. მას მხოლოდ მატჩის რიტმი აკლია. შემეძლო შაბათსაც მეთამეშებინა, მაგრამ მოცდა ვარჩიე. მთავარია, მან მშვიდად დაიწყოს და დაჩქარება საჭირო არაა", - განუცხადა ტორუპმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
Aris chakvetaze ganacxadshi
Butxa
23:22 07-12-2019
0
1-2 კვირა ბევრს არაფერს წყვიტავს ამ ეტაპზე. I წრე მაინც მალე მთავრდება. სჯობს სათანადოდ მომზადებული ახალი წლიდან დაბრუნდეს.
tngh
16:32 07-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული