მწვრთნელმა განმარტა, რატომ არ შეიყვანა გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში

AutoSharing Option
ყველანი მოუთმენლად ველით ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაზის ტრავმის შემდეგ დაბრუნებას, თუმცა "გენტის" მწვრთნელი იეს ტორუპი არ ჩქარობს.

7 დეკემბერს "გენტი" ჩემპიონატის მე-18 ტურში "ზულტე-ვარეგემს" უმასპინძლებს და ჩაკვეტაძე მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს. ტორუპმა ეს მოკლედ და კონკრეტულად ახსნა.

"ჩაკვეტაძის დაბრუნება ახლოვდება. მას მხოლოდ მატჩის რიტმი აკლია. შემეძლო შაბათსაც მეთამეშებინა, მაგრამ მოცდა ვარჩიე. მთავარია, მან მშვიდად დაიწყოს და დაჩქარება საჭირო არაა", - განუცხადა ტორუპმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან არ მომწონს ის ფაქტი რომ ამ 20 წლის ბიჭზე ვამყარებთ მთელს იმედებს და ვკიდებთ ამხელა პასუხისმგებლობას ,რომ მან პირადად მოაგებინოს ნაკრებს ერთა ლიგა ეს არასწორი მგონია ვისურვებდი, რომ ჯანოც, ოქრიც ,კვირკველიაც და ყველა ფეხბურთელი შეხვდეს მარტის თამაშებს იდეალურ ფორმაში ნაკრების შედეგს განსაზღვრავს გუნდი, რაც შეეხება გიოს ნამდვილად ტალანტია, მაგრამ ჩვენ ხომ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რა დონის ნაკრებებთან მოგვიწია ერთა ლიგაზე თამაში და ამ შესარჩევში ძლიერ ნაკრებებთან გიორგის არ უთამაშია და არც ბელგის ჩემპიონატში არიან იმ დონის ფეხბურთელები რა დონის ფეხბურთელებიც ჰყავდა იგივე დანიას, შვეიცარიას ,ირალნდიას ამ ნაკრებებთან იქნებოდა თუ არაა ასეთივე შედეგიანი მე პირადად საეჭვო მგონია ფეხბურთში არის დაუწერელი კანონი ნაკრების და კლუბის შედეგს განსაზღვრას მთლიანად გუნდი და გუნდის კარგი თამაში ერთი ფეხბურთელი ვერ შეძლებს ვერაფერს გუნდის კარგი თამაშის გარეშე გიოსაც ნუ დავაკისრებთ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ვიდრე საჭიორა.
გიორგი
12:51 07-12-2019
2
დაუმთავრებელია ვიღაც ეს ტორუპი. სული დაგველია ყველას და გიოსაც ერთი სულია აქვს როდის გავა მინდორზე.
G.LA
12:14 07-12-2019
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული