ასეთი რამ ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს - ჯანო ანანიძე და მისი თანაგუნდელი ლორენცო მელგარეხო "სპარტაკმა" ჩხუბის გამო პურმარილით დააჯარიმა.
მათ პრემიერლიგის მე-18 ტურში "ზენიტთან" გასვლითი მატჩისას შეხლა-შემოხლა მოუვიდათ და კლუბი იძულებული შეიქნა ზომები მიეღო.
Sport24-ის ჟურნალისტი მაკსიმ ალინაზაროვი იუწყება, რომ ანანიძე და მელგარეხო ვალდებულნი არინ მთელი გუნდი თავიანთი ოჯახის წევრებიანად რესტორანში სადილზე დაპატიჟონ და ეს სიამოვნება თითოეულს მინიმუმ 10 ათასი დოლარი დაუჯდება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანოს სეზონური ანაზღაურება 2 მილიონია.