This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პირველად ითამაშა - მას 8 თვე გაუცდა.
"ზულტე-ვარეგემთან" ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურის საშინაო მატჩის წინ "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზად არის, მაგრამ არ იჩქარებდა და განაცხადში არ შეიყვანა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა, განაცხადშიც შეიყვანა, 76-ე წუთზე შეცვლაზეც შეუშვა და პუბლიკა მას ოვაციებით შეეგება.
იმ დროისთვის "გენტი" 2:0-ს იგებდა და ანგარიში აღარ შეცვლილა.
"გენტის" თავდამსხმელი" გიორგი ქვილითაია შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა, ხოლო "ზულტე-ვარეგემის" ნახევარმცველი ლუკა ზარანდია 46-ეზე და 78-ე წუთზე შეცვალეს.
"გენტი" 35 ქულით მეორე ადგილზეა და 15 დეკემბერს სტუმრად "ოსტენდეს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 13 დეკემბერს ევოპა ლიგაზე "ოლეკსანდრიას" უმასპინძლებს.