sport-express.ru: ჯანო ანანიძემ შეიძლება კარიერა "არსენალში" გააგრძელოს

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, "სპარტაკი" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს ისევ განათხოვრებას უპირებს.

"ზამთარში ანანიძე, შესაძლოა, იჯარით სხვა კლუბში გადავიდეს. გუნდის ახალმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ფეხბურთელს რუსეთის ჩემპიონატზე "არსენალთან" (0:1) და "ზენიტთან" (0:1) მატჩებში მისცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ გერმანელი სპეციალისტის აზრით, ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

ანანიძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და კლუბი მის იჯარით სხვა კლუბში გაშვებას განიხილავს. რუსეთის პრემიერლიგის გუნდების უმეტესობას არა აქვს მაღალი ხელფასების გადახდის უნარი და ამიტომ ანანიძის გაყიდვა ნაკლებად სავარაუდოა. "სპორტ-ექსპრესის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ქართველის იჯარის 
ვარიანტის განსახილველად ტულის "არსენალია" მზად.

მიმდინარე სეზონში ანანიძემ ყველა ტურნირზე 10 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა", - წერს გამოცემა.

"არსენალი" 19 ტურის შემდეგ 25 ქულით პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა, ხოლო "სპარტაკი" 22 ქულით - მეათეზე.

"მეთოფეთა" ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა იცავს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
27 წლის ასაკამდე ტრავმებით რომ მივა, რაღა უნდა ითამაშოს? ძალიან მეცოდება, მაგრამ ფიზიკურად ამაზე მეტს ვეღარ შეძლებს სადაც არ უნდა იყოს :(((
: )))))))
18 დეკემბერი 2019 11:28
0
ტულის არსენალი წელს სპარტაკზე უკეთესად გამოიყურება ლოკომოტივს 4:1 მოუგო
გიორგი კაჭკაჭიშვილი
11 დეკემბერი 2019 13:07
0
60 welia velodebi rodis gamoanatebs. Xo sheileba sezonshi ATI goli gaitanos? Mara Ara ra
Nnnn
11 დეკემბერი 2019 10:25
0
არსენალში არა რეალშიიი.საიდან მოგაქვთ ხოლმეე.ეს დარჩება ისევ რუსეთში უდრო რანგით დაბალ გუნდში.
Buxrika
11 დეკემბერი 2019 08:39
1
ტულის არსენალში მეგობარო რუსეთის გუნდია
გიორგი კაჭკაჭიშვილი
11 დეკემბერი 2019 13:03
0
თუ არსენალია, ბარემ ლონდონის არსენალში გადავიდეს, არ ურჩევნია?! :–)
N
11 დეკემბერი 2019 05:53
0
ჩამოვიდეს წყალტუბოში,გააძლიერებს გუნდს,სხვაგან ეს ვერსად ვერ ითამაშებს და აქ მაინც ითამაშოს
ალგეთი
11 დეკემბერი 2019 00:57
4
დალპა ამ რუსეთში.
ეს მუშაობს კი არ თამაშობს.
ჯერ ტულის არსენალში გადაბა, მერე ალბათ რუსეთის მეორე ლიგაში ხაბაროვსკში ან ვლადივოსტოკში წავა, მერე აზერბაიჯანში ან ყაზახეთში და თუ გაქაჩა ბოლოს საქართველოს ჩემპიონატში დაასრულებს ალბათ.
ესეც ჩვენი ,,ამომავალი ვარსკვლავი".
ქომაგი
11 დეკემბერი 2019 00:48
3
მაგარია ძაან არსენალი და ზოგადად ტულა
ზორბეგი
10 დეკემბერი 2019 20:26
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული