ყაზანის "რუბინის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რომან შარონოვი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა საკმაოდ მალე გამოჩნდა მისი შემცვლელი.
საუბარია ლეონიდ სლუცკიზე, რომელიც წლების განმავლობაში წვრთნიდა მოსკოვის ცსკა-ს. 2015-16 წლებში რუსეთის ნაკრებს ედგა სათავეში. 2017 წელს ბედი ინგლისში სცადა და "ჰალი სიტის" დამრიგებლად იმუშავა. ბოლო კლუბი კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი არნემის "ვიტესი" იყო, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვეს.
სლუცკიმ უკვე გამართა შეხვედრა "რუბინის" ხელმძღვანელობასა და თათრეთის მთავრობასთან. მიუხედავად ამისა, ჯერ გადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებული არაა.
მოგეხსენებათ, ყაზანური გუნდის რიგებში 4 ქართველი ფეხბურთელი
თამაშობს: ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი.
აგენტი არ ჰყავთ ან რავიცი ვინმე გარკვეული ადამიანი რომელიც ეტყვის რომ რუსეთი კარიერაში წინ გადაგმული ნაბიჯი არ არის აგერ უამრავი მაგალითია ამის.