დანიური სპორტული საიტის, tipsbladet.dk-ის ინფორმაციით, თურქეთის სუპერლიგის კლუბ "რიზესპორს" საქართველოს ნაკრების შემტევ საბა ლობჟანიძის შეძენა სურს.
დანიური გამოცემის მიხედვით, თურქები "ესბიერგთან" გამართულ შეხვედრასაც დაესწრნენ, რომელშიც საბამ თავი გამოიჩინა, ხოლო "რანდერსმა" 3:0 მოიგო.
დეტალების შესახებ საუბარი არ ყოფილა. უცნობია, თუ როდის სურს "რიზესპორს" ლობჟანიძის შეძენა ან რა პოზიციაზე.
"რიზესპორი" თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-13 ადგილზე იმყოფება. გასული სეზონი კი მე-11 პოზიციაზე დაასრულა.
"რანდერსის" დირექტორი: საბა ლობჟანიძე ძალიან ბევრ კლუბს სურს
საბა ლობჟანიძემ პენალტი მოიპოვა და პანენკას სტილში შეასრულა [VIDEO]