ავსტრიული გამოცემა: ოთარ კიტეიშვილი თუ ასე განაგრძობს, ავსტრიის ბუნდესლიგაში დიდი ხანი არ დარჩება

AutoSharing Option
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავსტრიული სპორტული საიტი laola1.at აქვეყნებს სტატიას და ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბების 3 საუკეთესო ფეხბურთელს გამოყოფს. სასიხარულოა, რომ გრაცის "შტურმის" ტოპ-3 ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილიც მოხვდა.

აი, რას წერს საიტი ქართველზე:

"ოთარ კიტეიშვილი ისეთი ნომინანტია, რომელსაც ადგილს ვუნახავთ და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ქულების მომტანი იქნება "შტურისათვის". 23 წლის ქართველი განთესილთა შორის იყო რთული წინასასეზონო მომზადების პროცესში, ახლა კი კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გაზაფხულზეც თუ ასეთ ტემპში განაგრძობს და შემდეგ ნაბიჯსაც გადადგამს, ნაკლებად სავარაუდოა, ავსტრიის ბუნდესლიგაში დიდი
ხნით დარჩეს."

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველაზე მთავარი თვისება რაც მასში მომწონს ისაა რომ მთელ სულს და გულს დებს თამაშში.
David
01:50 19-12-2019
0
ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ქართველები, ამ ბიჭს ეტყობა, რომ პროფესიონალიზმისკენ და განვითარებისკენაა მიდრეკილი და ჩვენს ქვეყანასაც მაშინ ეშველება, როცა ასეთი ქართველები უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე მენტალურად "საბჭოთა მამების" შვილები. მიდი ოთარ, წინ განვითარებისკენ, წინ მომავლის საქართველოსკენ!
პეტრე
21:36 18-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული