კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-14 ტურში ქართველების "ანორთოსისმა" ლიგის აუტსაიდერი "პარალიმნი" 5:1 დაამარცხა და მინიმუმ ორი დღით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
თემურ ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველი ფეხბურთელი ათამაშა: გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა.
მატჩის წარმატება ჩვენი ლეგიონერების წარმატებულმა ასპარეზობამ განაპირობა, შეხვედრის 14-ე წუთზე ნიკა კაჭარავას პასის შემდეგ ნიკოლაოს კალთასმა ანგარიში გახსნა. 10 წუთში თორნიკე ოქრიაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მალევე კაჭარავამ 31-ე წუთზე თვითონაც გაიტანა.
სამ წუთში პარალიმნელებმა ანგარიში შეამცირეს, მაგრამ ამავდროულად პირველი ტაიმის მიწურულს მურთაზ დაუშვილის პასით კაჭარავამ დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმის შუა წელში თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა შეცვალეს. ხოლო საბოლოო ანგარიში ფამაგუსტელთა ფეხბურთელმა რაიომ დააფიქსირა.
ნიკა კაჭარავას 5 გოლი დაუგროვა, ხოლო ეს თორნიკე ოქრიაშვილის მეორე გოლი იყო.
ამ შეხვედრით "ანორთოსისმა" წელი დაასრულა და მომდევნო მატჩს 6 იანვარს "პაფოსთან" გამართავს.