კვიპროსის ჩემპიონატში ქართველების "ანორთოსისმა" "პარალიმნი" 5:1 დაამარცხა და გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ნიკა კაჭარავა გახდა.
ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა შეასრულა. კაჭარავამ მატჩის შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.
" გამარჯვებაც და გოლების გატანაც შესანიშნავი კომბინაციაა. პირველ რიგში კარგია, რომ წელი გამარჯვებით დავასრულეთ. კიდევ ერთი თამაშით ჩამოვრჩებით მეტოქეს, გვსურს ვიყოთ ჩემპიონატის სათავეში. "ანორთოსისი" ტიტულისთვის რომ იბრძვის ეს ახალი არ არის" - განაცხადა ქართველმა ლეგიონერმა.
ნიკა კაჭარავას მიმდინარე სეზონში 5 გოლი დაუგროვდა, "ანორთოსისი" კი ჩემპიონატის მოსაგებად იბრძვის.