ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" ბრუნდება?

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა მოსკოვის "ლოკომოტივის" გულშემატკივართა საიტმა - შეიძლება თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია "ლოკოში" დაბრუნდეს.

საიტის მტკიცებით, რკინიგზული კლუბი მზადაა ტრანსფერში 600 ათასი ევრო გადაიხადოს, თავად კვარაცხელია კი თანახმაა იანვარში უკან დაბრუნდეს.

ხვიჩამ გასული სეზონის მეორე წრე "ლოკომოტივში" ჩაატარა, შემდეგ გუნდი სკანდალურად დატოვა და "რუბინში" გადავიდა, სადაც მიმდინარე ჩემპიონატზე 17 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ლოკომოტივის" მწვრთნელი იური სიომინი ძალიან დაამწუხრა კვარაცხელიას ყაზანურ გუნდში გადასვლამ.

ახლახან "რუბინს" ლეონიდ სლუცკი ჩაუდგა სათავეში და მისი გადასაწვეტია, გაუშვებს თუ არა ხვიჩას
"ლოკომოტივში".

altსაგოლე პასით დამთავრებული ლამაზი დრიბლინგი - კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ გროზნოში "რუბინს" ქულა 90+3-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]

altადაპტაციაზე, "რუბინზე", ნაკრებზე, საქართველოზე - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

altიური სიომინი: კვარაცხელია "ლოკომოტივის" წამყვანი ფეხბურთელი იქნებოდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
არაფერი არ დამართნია, რუბინმა ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ლოკოსგან განსხვავებით, რომელიც 1+1ს სთავაზობდა, ანუ არ ენდნენ, ვინც ენდო, იქ წავიდა, მერე მიხვდა ლოკო, რაც ჭამეს და ახლა უკან მიჰყავს, ძალიანაც კარგი, თუ ასეა. წარმატებები ხვიჩას და ჩვენს ნაკრებს, მას შეუძლია საქართველოს ნაკრებს რომ დაეხმაროს.
ბმბ
12:06 22-12-2019
2
ხო თქვენ მოსკოვს არ გაცდეთ...
ვამეხი
12:57 22-12-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული