Бизнес Online: ჯანო ანანიძე მალე შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს

AutoSharing Option
Бизнес Online-ის ცნობით, "სპარტაკის" ქართველმა ლეგიონერმა ჯანო ანანიძემ შეიძლება კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

"სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის სამსახურით ერთ-ერთი თურქული კლუბი დაინტერესდა და შესაძლოა, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გადავიდეს. ლაპარაკია გუნდზე, რომელიც სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება.

როგორც ადრე ვიუწყებოდით, ხელფასში სხვაობას ჯანოს მოსკოვური კლუბი დაუფარავს. "სპარტაკში" მისი წლიური გასამრჯელო 1.7 მილიონი ევროა. ხელშეკრულება შეიძლება უკვე მომავალ კვირაში გაფორმდეს.

ანანიძე "სპარტაკის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს, ამ სეზონში კი 7 მატჩში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია", - წერს გამოცემა.

 

altმოსკოვის "სპარტაკის" პრეზიდენტი: ჯანო ანანიძე კლუბის ხელმძღვანელობას საკუთარი ინიციატივით შეგვხვდა

altsport-express.ru: ჯანო ანანიძემ შეიძლება კარიერა "არსენალში" გააგრძელოს

altbusiness-gazeta: "სპარტაკი" მზადაა ჯანო ანანიძეს ხელფასის სხვაობაც კი გადაუხადოს, ოღონდ წავიდეს

მკითხველის კომენტარები / 17 /
თუ სიმართლეა წავიდეს კაი ლიგაა აქვთ თურქებს
irakli
22:02 22-12-2019
13
მაკარიძე... კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ტაბიძე ... ქიტეიშვილი ოქრიაშვილი ჩაკვეტაძე დავითაშვილი.. საბა ლობჟანიძე ხვიჩა კვარაცხელია... ეს გუნდი მინდა მე ბელარუსთან
Jeyjey
00:11 23-12-2019
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული